წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები შიდა ქართლში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების დასრულების შედეგად სასმელი წყლის პრობლემა  საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 10 სოფელში მოგვარდება. წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ სოფლებს წყალი მოეწოდებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ამ სოფლების მოსახლეობას  წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი.  ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 2016 წლის სექტემბერში დასრულდება და 11 ათასზე მეტ ადამიანს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. 
ოქტომბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272