"არც მოუმართავს არავის ვალების ჩამოწერაზე" - ივანე მაჭავარიანი "რუსთავი 2"-ის ვალებთან დაკავშირებით

თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არც მოუმართავს არავის ვალების ჩამოწერაზე, - ასე პასუხობს ფინანსთან მინისტრი კითხვას, მოხდება თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვალების ჩამოწერა.

„იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაც ტიპის გადაწყვეტილება. რა გადაწყდება, შევიმუშავებთ, მათ შორის, ტელევიზიებთან ერთად“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ ვალების ჩამოწერას, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე არ არის საუბარი.

„ამაზე საუბარი არ არის“,- აღნიშნა მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-თან კომენტარში.

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345