საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება17.10.2016
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა. 50-ე მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მარნეულისა და ზუგდიდის უბნებზე კი განმორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მაჟორიატრული არჩევნების მეორე ტურში, ერთმანეთს უმრავლეს შემთხვევაში „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებული ის კანდიდატი გახდება, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ცენტრალური საარჩვენო კომისია გადაწყვეტილებაზე სამართლებრივი აქტის გამოცემას, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გეგმავს. 
აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311