ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა 11.10.2016
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,67 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 27,11 %  მიიღო. ბარიერი, შესაძლოა, გადალახოს „პატრიოტთა ალიანსმაც“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, 5.01 %  აქვს. ამომრჩეველთა ხმების 4,62 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ 3,14 %,  „რესპუბლიკელებმა“ კი - 1,55 %. ცესკოს არჩევნების საბოლოო და დაზუსტებული მონაცემების გამოსაქვეყნებლად ვადა 27 ოქტომბრამდე აქვს, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 21 ნოემბრამდე.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345