სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს 7.10.2016
ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და დათქმულ დროს შესაბამისი პროცედურების დაცვით დაიხურა. დაილუქა საარჩევნო ყუთი და საქართველოში გამოიგზავნა. ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345