უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა 6.10.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-9 სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია განიხილეს და შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ მოისმინეს. იუსტიციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიღწეულ პოლიტიკური შეთანხმებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა ის წარმატება, რომელიც, მისი თქმით, მრავალი უწყების და, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსა და მისი სამსახურების დაუღალავი შრომის შედეგია
ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345