“ხამსა“ დაკავებულია-შსს განცხადებას ავრცელებს 04.10.2016

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძისა და საარჩევნო შტაბის კოორდინატორის ბიძინა თომაშვილის დაჭრის ფაქტზე ალექსანდრე ინდუაშვილი იგივე "ხამსა" დააკავეს. უწყება განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი. გორში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი.-მ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გორში, რკინიგზის დასახლებაში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, 2 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით). 

 

 

 

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345