ირაკლი ოქრუაშვილს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ესროლეს 2.10.2016
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. ოქრუაშვილის განცხადებით, ის თანაგუნდელებთან ერთად, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ამომრჩევლებს ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ინციდენტის შედეგად ორი პირი დაშავდა, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.  არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც ცნობილი გახდა, ეჭვმიტანილი ა.ი. რამდენჯერმეა ნასამართლევი. 
იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112