ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებს 29.09.2016
საქართველოს ექს-პრემიერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს პროგნოზირებს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგებს. განცხადება ივანიშვილმა „დიას“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. გიორგი ახალკაცმა ივანიშვილს ჰკითხა, თუ როგორ ხედავს იმ კანდიდატების საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, რომლებიც საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციას გაურბიან. ექს-პრემიერი ამბობს, რომ ასეთი კანდიდატები ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდებიან.
აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311