"ქართული ფეხბურთი კორუფციასა და ნეპოტიზმშია ჩაძირული" - ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" არარატთან" წაგებას ეხმაურება.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ფეხბურთი კორუფციაშია ჩაძირული.

„მეც არ მესიამოვნა არარატთან საბურთალოს წაგება. ძაღლის თავი იცი სად არის დამარხული? იმ კორუფციასა და ნეპოტიზმში სადაც ჩაძირულია ჩვენი ფეხბურთი. ნახეთ ფეხბურთის დაფინანსების ბიუჯეტი. ყოველ წელს მილიონობით ხმარდება კლუბებს, რომელსაც არ აქვს არავითარი შედეგი, და მიზერული თანხა ბავშვების ფიზიკურ მომზადებას და შეჯიბრებებს რომელიც უამრავი უნდა გვქონდეს უფასოდ. ამ კლუბებში მოსიარულე ბავშვები მაინც ფულს იხდიან და არავითარი ფიზიკური ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა არ გვაქვს. 300 მილიონი ბიჯეტიდან იყრება მხოლოდ ვიღაცეების ბიზნესში", - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში და და ფეხბურთის დაფინანსების ბიუჯეტს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" სომხურ "არარატთან" დამარცხდა ანგარიშით 0:2 და ევროპა ლიგას დაემშვიდობა.

მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112