„შატილობა 2016“ 12.09.2016
ხევსურეთში, სოფელ შატილში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შატილობა 2016“ გაიმართა. ღონიძიებები 14:00 საათზე კონცერტით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, ასევე, მწერლებმა და პოეტებმა მიიღეს. მოეწყო ტრადიციული დოღი, რომელში გამარჯვებულებსაც პრიზები გადაეცათ. ასევე გაიმართა ლუდის კოდის დალოცვის რიტუალი. საღამოს 19:00 საათზე კიდევ ერთი კონცერტი მოეწყო, რომლიც ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკ ბენდი, ანსამბლი „ალილო“, ანსამბლი ბანი, გორდელა, ანსამბლი „ქალილო“ და „შავფაროსნები“. „შატილობის“ დღესასწაული ღამის კოცონით და ფოიერვერკით დასრულდა.
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112