„ოქროს შემოდგომა - 2016“ ხაშურში 12.09.2016
„ოქროს შემოდგომა - 2016“ -  ეს ის სახალხო დღესასწაულია, რომელიც ქალაქ ხაშურის გამგეობამ ადგილობრივებთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად აღნიშნა. ხაშურის ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები.  გამოფენა, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, ჭადრაკის ჩემპიონატი,ქართული ჭიდაობის ტურნირი და სხვა. დღესასწაულის პირველი დღე შემაჯამებელი კონცერტით დასრულდა  რომელშიც მონაწილეობა ჯგუფმა „ეგარიმ“ და  ადგილობრივმა ახალგაზრდულმა როკ ჯგუფმა მიიღეს. მეორე დღეს კი ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა მისევე სახელობის სკვერში. ადგილობრივ ხელისუფლებას 2- დღიანი დღესასწაული 28 ათასი ლარი დაუჯდა. 
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112