ძვ. წ.აღ. XII-VII საუკუნის ნამოსახლარი გორის მუნიციპალიტეტში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს სვენეთსა და ახალშენს შორის მდებარე გუდაბერტყას ნამოსახლარზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოები დაათვალიერეს. უძველესი ნამოსახლარი პოლონელმა სტუმრებმაც ნახეს.

მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ნამოსახლარზე მიმდინარე გათხრებს არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს. გუდაბერტყა შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამოსახლარია, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს. პირველ, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ. XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე – ღუმელები, რიგ შემთხვევაში დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი. მეორე, ქვედა ფენის გათხრებით კი აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი – თითქმის მთელი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. წითელი საღებავითაა შეღებილი შენობის კედლების შიდა პირიც. გუდაბერტყას არქეოლოგიური გათხრები მნიშვნელოვანი ობიექტია ტურისტული თვალსაზრისით. 

მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112