15 წლის მარიამ ობოლაშვილი ბუდაბეშტის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

15 წლის მარიამ ობოლაშვილი უნგერთში, ბუდაბეშტის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსში 15 ქვეყნის, 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მარიამმა კონკურსში მონაწილეობა Yehudi Menuhin-ის სკოლის დაფინანსებით მიიღო და თავის კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა, რაც 900 ევროს ედონობით ჯილდოს მოიცავს. ჟიურის თავმჯდომარე ლეგენდარული მევიოლინე, ამერიკაში მოღვაწე ებრაელი შლომო მინცი გახლდათ. 

 მარიამმა პირველ გამარჯვებას 8 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც როდესაც ვილნიუსში, საერთშორისო კონკურსში გაიმარჯვა. ის უკვე მე-2 წელია, რაც ლონდონში, Yehudi Menuhin-ის სკოლაში სწავლობს. მისი თქმით, მისთვის სცენაზე დგომა, მუსიკის ფერების და ემოციების გაზიარება დიდი ბედნიერებაა. 

„ეს პირველი გამარჯვებაა, რაც ამ სკოლის მოსწავლე გავხდი. ვინაიდან, ამ სკოლის დაფინანსებით და საქართველოს სახელით გამოვდიოდი კონკურსში დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე და შრომას ტყუილა არ ჩაუვლია. გამარჯვებები მჭირდება იმისთვის, რომ ვიოლინო შევიძინო. ინსტრუმენტი ლონდონის სკოლამ მათხოვა, ჩემი საერთოდ არ მაქვს და რომ  დავამთავრებ სკოლას არ მინდა ვიოლინოს გარეშე დავრჩე. ამიტომ ვეცდები კიდევ ვიბრძოლო პრიზებისთვის“. 

წყარო: "პრაიმტაიმი"

მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112