ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს 12:30-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს კასპის
რაიონის სოფლებში მეტეხი, ბარნაბიანთკარი, გომი, ბორტა და მიმდებარე
სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გორში სტალინის, შარტავას,
თუთარაშვილის, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:00 საათამდე
აბონენტებს გორის რაიონის სოფლებში მერეთი, კარბი, ქერე, ტყვიავი,
გუგუტიაანთ კარი, კოშკა, ზარდიაანთ კარი, ტირძნისი და მიმდებარე
სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|