ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 17:00 საათამდე
შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. გორში მშვიდობის, გიორგი ანწუხელიძის, სოხუმის, დანიელ ჭონქაძის,
ხახუტაშვილის, ფალიაშვილის, ბაქოს, ლომონოსოვის, ფეიქართა, გრიბოედოვის, ბესიკის, შინდისის,
გორგასალის, მაჭავარიანის ქუჩებზე. 14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს გორის რაიონის
სოფლებში ხიდისთავი, უფლისციხე, ქვახვრელი, ატენი, აზნეთი, წედისი, კვერნაკი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე
ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.