„რუსეთი არ ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არც აპირებს ამას“. ეს კომენტარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა იტალიურ გაზეთთან "corriere" ინტერვიუს დროს გააკეთა.
ვლადიმერ პუტინის განმარტებით, სწორედ ესაა პრინციპული განსხვავება ოფიციალურ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. რუსეთის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს კიდევ ერთხელ უწოდა აბსურდული და მსგავსი განცხადებები რუსეთის „დემონიზაციის“ მცდელობად შეაფასა.
ვლადიმერ პუტინმა აქვე განაცხადა, რომ იგი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები კიევთან იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკიმ დონბასში უკრაინის მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების პირობა დადო.