„თუ დადგინდება რამე სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი დატოვებს თანამდებობას“ - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარია ამბობს, ის გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს.
„არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, თუ როგორ მოქმედებს პოლიცია მსგავს შემთხვევებში. იმ ღამეს ჩვენ ავარიდეთ ქვეყანას უდიდესი საფრთხე. თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები, დავტოვებ თანამდებობას,“- განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, გავრილოვის მიერ ხელახალ ვიზიტთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ თქვა, რომ გავრილოვს საქართველოში აღარ შემოუშვებენ.