"ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მართლმადიდებლური ასამბლეის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო სამართლიანი პროტესტის გამოწვევის შედეგად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. მან ასევე აღნიშნა აქციების პირობებში პოლიციის უსაზღვრო თმენის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.
|