„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი შეაჯამა 8.10.2016
ამ დროისთვის, ძირითადი ხარვეზები  წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით ფიქსირდება, გარდა ამისა, აღინიშნა დამკვირვებელთა არასათანადო მოქცევის ფაქტებიც -  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი შეაჯამა.საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, ენმ-ს წევრებმა წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თვითნებურად განაცხადეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან არასათანადო მოქცევად აღიქმება. ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული ხარვეზის პარალელურად, ნეგატიური იყო კონკრეტული საარჩევნი უბნის კომისიის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებაც. მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიის მხრიდან წილისყრაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, მათ შემდგომ პროცედურებში მონაწილეობაც შეუზღუდეს. საიაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უკანონოა.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112