„კვირის რეალობა“ - რუსულ-ქართული რეპერტუარი გორის ცენტრში 26.08.2016
8 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე, ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი რუსი მოწინააღმდეგის მიმართ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა საკუთარ ქალაქში მას და სხვა ოლიმპიელებს რუსული სიმღერებით დახვდნენ. რუსულ-ქართული რეპერტუარი ომიდან რვა წლის თავზე ნაომარ ქალაქში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა კონცერტი დასრულებამდე დატოვა. ემიჯნება თუ არა კულტურა და სპორტი პოლიტიკას? ვინ და რა მიზნით მოიწვია გორში მომღერალი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ოკუპანტ ქვეყანაში პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა? ვინ შეარჩია დათო ხუჯაძის რეპერტუარი და რას ფიქრობს ჩატარებულ კონცერტზე გორის საზოგადოება. დისკუსია „კვირის რეალობაში“.
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112