ანონსი: „კვირის რეალობა“ 15.07.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 86 დღით ადრე გორში პოლიტიკური დაპიურისპირების ახალი ტალღა აგორდა. „ნაციონალების“ პოლიტიკიდან წასვლას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ახლადდაფუძნებული პარტიის წევრები ითხოვენ. ბასიშვილმა აქციის ორგანიზებაში „ოცნება“ დაადანაშაულა, „ოცნებამ“ კი მის პარტიას პოლიტიკურად კასტრირებული უწოდა. გადაიზრედბა თუ არა საჯარო დაპირისპირება მუშტი-კრივში და უნდა ველოდეთ თუ არა გორში პროცესების კიდევ უფრო მწვავე სცენარით განვითარებას. კითხვები და პასუხები „კვირის რეალობაში“ ბადრი ბასიშვილის გარდა „კვირის რეალობას“ დღეს ბევრი სტუმარი ეყოლება. ისინი ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გუშინ შეიკრიბნენ, ისინი ვინც მსგავს აქციებს აპროტესტებენ და ისინი ვინც 8 ოქტომბერს დიდი გამარჯვებისთვის ემზადებიან. ვიწყბთ „დიას“ პირდაპირ ეთერში საღამოს რვაზე.
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112