ტარიელ ხეჩიკაშვილი რეაბილიტირებული სპორტის სასახლის გახსნას დაესწრო 23.09.2016
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლის გახსნას დაესწრო. მინისტრმა, ადგილობრივ სპორტსმენებს სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა და იმერეთის გუბერნატორთან - გივი ჭიჭინაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სპორტის სასახლის გახსნის ცერემონიაში, რომელსაც თბილისიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი გულშემატკივრები დაესწრნენ. ტყიბულის სპორტის სასახლე, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ექსპლუატაციაში შევიდა, 90-იან წლებში სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა და ათეულობით წელი ობიექტი უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345