შიდა ქართლის პირველობა ჭიდაობაში 20.09.2016
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში ქართულ ჭიდაობაში შიდა ქართლის პირველობა გაიმართა. პირველობაში მონაწილეობა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ქალაქ გორის, კასპის, ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა მიიღეს.  შეჯიბრში შიდა ქართლის ხუთი მუნიციპალიტეტიდან 50 - მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 7 წონით კატეგორიაში 21 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი სინჯის თასები, მედლები და სიგელები, ასევე საპრიზო ფონდის სახით განსაზღვრული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. წარმატებული სპორტსმენები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დააჯილდოვა. ფლავში ქართულ ჭიდაობაში შიდა ქართლის პირველობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. 
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031