ევროპის თამაშებზე 6 გორელი სპორტსმენი გაემგზავრა
გორიდან 6 სპორტსმენი - თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი და ძიუდოს კლუბ "გოლდენ გორის" ხუთი წევრი ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი კოკაური- 21-30 ივნისს მინსკში გასამართ ევროპის თამაშებზე იასპარეზებს. სპორტსმენები გამგზავრებამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. გორელ სპორტსმენთა მხარდასაჭერად შეიქმნა ფან კლუბი. ასევე, დაანონსდა, რომ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ფოიეში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ევროპის თამაშების მიმდინარეობისას სპორტის მოყვარულებს ექნებათ საშუალება ერთად უგულშემატკივრონ თავიანთ სპორტსმენებს.
მაისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031