ემოციები, როდესაც 86 წლის პაპას შვილიშვილმა პირველად ანახა ზღვა (ფოტოები)

ფოტოგრაფმა, ზაქარია ჭელიძემ სოციალურ ქსელში საოცარი ფოტოები და ემოციური ამბავი გამოაქვეყნა, რომელიც 86 წლის გურგენა პაპაზე მოგვითხრობს. მას შვილიშვილმა სურვილი აუსრულა და ზღვა ანახა.

როგორც ფოტოგრაფი წერს, 86 წლის გურგენ პაპა თურმე მთელი ცხოვრება მუშაობდა და ზღვის სანახავად ვერ მოიცალა. საოცარი დღე .

"გურგენა პაპა 86 წლის .
არასოდეს არ ყოფილა ზღვაზე .
( რატო , უი , როგორ ? - პაპამ მითხრა მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და არ მეცალაო )
მაგარი შვილიშვილი ყავს დავით ზურაბიშვილი
დღეს მას აუსრულა ოცნება და ანახა ზღვა .

მადლობა რომ ეს ემოცია გამიზიარე დავით და დამანახე პაპას საოცარი თვალები 

აბა დავფიქრდეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბაბუ-ბებიებისთვის რომ მათ გავულამაზოთ დღეები .

მიყვარხარ დავით ამ საქციელისთვის" - წერს ზაქარია ჭელიძე

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345