ზესტაფონელმა პატარა მომღერლებმა იტალიაში გაიმარჯვეს (+ფოტო)
ზესტაფონის სამუსიკო და ხელოვნების სკოლების მოსწავლეებმა, ვოკალისტებმა უჩა ლიპარტელიანმა და რევაზ ფერაძემ იტალიის ქალაქ პეზაროს სიმღერის აკადემიაში – Renata Tebaldi, Mario Del Monaco-ში გამართულ მე-10 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე გაიმარჯვეს.

უჩა ლიპარტელიანმა (ზესტაფონის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა) კონკურსზე, სახელწოდებით „მომავლის ვარსკვლავები“ პირველ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი პრემია მოიპოვა და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, ანალოგიურ წარმატებას მიაღწია მეორე ასაკობრივ კატეგორიაში რევაზ ფერაძემაც (ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა).

პატარა მომღერლები კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, მიწვეულები არიან ქალაქ პეზაროს საოპერო აკადემიაში უფასო მასტერკლასებზე.

გამარჯვებულებთან ერთად სპეციალური დიპლომები დაიმსახურეს მათმა პედაგოგებმა – ნონა ფერაძემ და თეა მიქაბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბიჭების კონკურსზე წასვლის თანადაფინანსება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იკისრა.

ზესტაფონის ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში სხვადასხვა ქვეყანაში. სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა დროს გაიმარჯვეს და ლაურეატები გახდნენ საერთაშორისო კონკურსებზე ესპანეთში, თურქეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში და ა. შ.

წყარო: nostal.ge

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123