გორი დოკუმენტური ფილმების ფესტივალს მასპინძლობს
გორი დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალს მასპინძლობს. სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალს დღეს, საღამოს 8 საათზე კინორეჟისორ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“ გახსნის. ორგანიზატორების განცხადებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სრულიად უფასოდ იხილონ უახლესი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები, ასევე დაესწროთ საზაფხულო სკოლის ორი ტუტორის - ჰოლანდიელი და რუმინელი მონტაჟის რეჟისორების ალბერტ ელინგსისა და დანა ბუნესკუს მასტერკლასებს. ღონისძიებას, რომელსაც გორის მერია აფინანსებს, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. ფესტივალი 2 აგვისტოს დასრულდება, ფილმით "დედაცემის გაუჩინარება.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345