ფილმ “ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდს თბილისში გადაიღებენ

 ცნობილი ამერიკული ფილმის „ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება. ამის შესახებ "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფილმის თრილერის გადაღება აგვისტოშივე დასრულდება. "გადასაღები მოედანი თბილისში იქნება. ფილმი 2020 წლის სექტემბერში გამოვა. თბილისი იდენტიფიცირებული იქნება და მსოფლიო ეკრანებზე ამას იხილავს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს ძალიან დროულია ჩვენთვის, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმი დიდი გამოწვევაა. ასეთ ფილმში ქვეყნის და ქალაქის გამოჩენა, არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული რეკლამა" -განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ცნობისთვის, "ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღებაზე ჰოლივუდი 31 მლნ-მდე ლარს დახარჯავს. მთავრობის 10 ივლისის #1571 განკარგულებაში წერია, რომ სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ბენეფიციარი, საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9"-ისთვის საქართველოში დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 31,358,162 ლარი. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345