ახალი დეტალები ქალზე, რომელმაც ახალშობილი სათხილეში მიატოვა

სათხილეში მიტოვებული ბავშვის დედა, სავარაუდოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" სოფელ ძიმითის საკრებულოს დეპუტატმა, ტიტე მგელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უცნობია ბავშვის მამის ვინაობა.

„დილით გავიგე ამის შესახებ. ვიცი რომ ამ ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს. ძალიან გაჭირვებული ოჯახია. მეუღლე გაცილდა, ოჯახში ბებია, ბაბუა ეს ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. როგორც ვიცი, ოჯახის სხვა წევრებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები. უცნობია ვინ არის ახალშობილის მამა. მეტი არაფერი არ ვიცი ამ საქმის შესახებ", - ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ჩვილი იქვე მიატოვა.

ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შემდეგ ახალშობილის პოვნა, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას" სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით მიმდიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: პრაიმტაიმი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123