„რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა, განვმარტე" - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან, დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემი ფარული საუბარი აქვთ 5 მილიონთან დაკავშირებით, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. კითხვები ძირითადად ფინანსურ საკითხებს ეხება" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია ამ წუთებში დაკითხვიდან გამოვიდა, სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია დღეს 11 საათიდან მაგისტრი მოსამართლეების წინაშე მოწმის სახით იკითხება