ქუმსიშვილის მოხსენება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე 20.09.2016
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. აღნიშნული მისია ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომპანიების  ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით ჩატარდა. ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო მისია ლიტვური კომპანიების მონაწილეობით სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მხარდასაჭერადაა მიმართული. მისი თქმით, ლიტვა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების მიმართულებით.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345