ჩინეთი სიღარიბის დაძლევის მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი სახელმწიფოა. ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება. 12,24 ტრილიონი მშპ-თი, ჩინეთი გარკვეული ეკონომიკური პარამეტრებით, უკვე აღემატება აშშ-ს ჯამურ ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს. 

სხვადასხვა გათვლებით, 2020 წლისთვის, ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა გახდება. ამ დროითვის, ჩინეთის წილი გლობალურ ეკონომიკაში 10 პროცენტს აღემატება. ჩინეთი უნიკალური პოლიტიკური მოწყობის სახელმწიფოა, 1970-იანი წლების ბოლოდან ჩინეთი გეგმიური ეკონომიკიდან, ღია საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადავიდა, თუმცა უცვლელად შენარჩუნდა კომუნისტური პარტიის წამყვანი როლი. 

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მომენტიდან დღემდე, სიღარიბის მაჩვენებელი ჩინეთში კრიტიკულად შემცირდა. ბოლო 40 წელში სიღარიბეს თავი 800 მილიონზე მეტმა ჩინელმა დააღწია თავი, ამ მაჩვენებლით, ჩინეთი მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენია.

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Eurasia Group-თან არსებული, ონლაინ-პლატფორმა, GZERO Media-მ იმ სახელმწიფოების სია შექმნა, რომლებიც ეკონომიკის სიდიდით, კონტინენტური ჩინეთის ცალკეული პროვინციების ზომის არიან.

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311