ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 32 800 000 დოლარი გაყიდა

„ეროვნულმა ბანკის მიერ აუქციონზე გამოტანილი 40 მილიონი დოლარიდან 32 მლნ 800 ათასი დოლარი გაყიდა. ლარმა გამყარება დაიწყო.

"2019 წლის 1-ლი აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა“ - წერია სებ-ის განცხადებაში.

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად განახორციელა. ამასთან, 2017-2019 წლებში უწყებამ რეზერვები 492 მილიონი დოლარით შეავსო.

ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301