2019 წლის ივლისში საქართველოში 3,7 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

თიბისი ბანკის და თიბისი კაპიტალის მიერ დაარსებული ანალიტიკური ცენტრის, TBC RESEARCH-ის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში 3,7 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ივლისის ბოლო კვირაში ტურისტების რაოდენობის ზრდის ფაქტორი ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ნაკადის 15%-იანი ზრდა იყო. სწორედ, ეს ფაქტორი განიხილება, მიმდინარე თვის ბოლო კვირაში ტურისტული ნაკადის ზრდის მთავარ გამომწვევ ფაქტორად.

კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა წლებთან შედარებით ტურისტული ნაკადის ზრდა შემცირებულია, თუმცა ზოგადი დინამიკა კვლავაც დადებითია.

მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია 2019 წელს ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკის, დაახლოებით, 5%-იან ზრდას ვარაუდობს. 

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123