Global Finance-მა საქართველო ბიზნეს გარემოს სწრაფი გაუმჯობესებით მოწინავე ქვეყნად დაასახელა

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. ამ ჯგუფში საქართველო არის მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის.

Global Finance-ი საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნეს გარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ძლიერი კავშირებით ევროკავშირთან.

Global Finance-ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით.

მაისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031