"მორჩი წყევლა კრულვას! ამის ხელისუფლებაში დაბრუნება როგორ შეიძლება" - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი ექს-პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით „იმედზე“ გასულ ფილმს შეეხებოდა.

„ვერ ხვდება რომ ზურგის ქარი აქვს ამ თემას მის სასარგებლოდ. დგას, მაინც იფურთხება და ილანძღება მოქალაქეების მისამართით.

 შენს მხარესაა ამ საკითხში საზოგადოებრივი აზრი - მორჩი წყევლა კრულვას! ლიდერშიფი კი არა, მინიმალური პოლიტიკური ინსტიქტიც აღარ შერჩა. 

ამის ხელისუფლებაში დაბრუნება როგორ შეიძლება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თებერვალი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291