"ბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ"- ოთარ კახიძე

ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, რომ ცუდად დაამთავროს“, - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალდებულის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ქვეყნის ინტერესშია, რომ ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ განადგურდეს, იარსებოს და ოპოზიციაში გადავიდეს.

მაგრამ ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, რომ ცუდად დაამთავროს. ვერ ხვდება, რომ სახაზავს რაც უფრო გადაღუნავს, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირ-პირში.

ბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ, სამსართულიანი სახლი აიშენონ თუ ხუთიანი, აუზით, საუნით, თუ სარდაფებით,

და რითია ამ დროს პროკურატურა დაკავებული?

თურმე ხაზარაძემ თავისი ბანკი დააზარალა და გვარამიამ - რუსთავი ორი. ვთპუ.

გემს მიხედეთ, გემს.-წერს ოთო კახიძე.



დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345