"პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი საქართველოში" - ვლადიმერ ბედუკაძე
გაზეთ "Комсомольская правда"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლადო ბედუკაძემ თბილისში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ "პუტინის ადგილას ტანკებს შემოიყვანდა, როგორც ეს 2008 წელს მოხდა". ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ ასეთი გადაწყვეტილება უცებ, ბედუკაძე პასუხობს, რომ პუტინს ასე მართებს თავისი ხალხის დაცვა. 

ბედუკაძეს ჟურნალისტმა დაუსვა აგრეთვე კითხვა საფრთხის შემცველი იყო თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ საქართველოში ჩამოსვლა, რაზეც ბედუკაძემ განაცხადა, რომ "ქართველი მოსახლეობის 80 % კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ და მათთვის რუსეთთან ურთიერთობა დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მტკივნეული მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხია".

მისი თქმით "ბათუმში ყველაფერი რუსულია - სიმღერები,მენიუ და ა.შ .თუ რუსი ტურისტები არ ჩავლენ ბათუმში, იგი მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსება".

ინტერნეტ გამოცემაზე მიმაგრებულ ფოტოზე, სადაც ვლადიმერ ბედუკაძე ღვინით ხელშია გამოსახული შემდეგი მინაწერი აქვს: "Владимир Бедукадзе с тостом за дружбу России и Грузии" (ვლადიმერ ბედუკაძე რუსეთ - საქართველოს მეგობრობის სადღეგრძელოთი)

https://www.kp.ru/daily/26995.4/4055906/?fbclid=IwAR1tEd2u0ZDiqVXaBAEVIMvPgCFyxQETvoqGsj9mZa6ct2CFl1Z1PnczgOw
იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112