„ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული" - სერგეი გავრილოვი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და უწესრიგობებს არ ელოდა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც „გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში“. გავრილოვი აცხადებს, რომ ეს ბრალდება შეცდომაა.

„არასდროს ამიღია ხელში იარაღი და მონაწილეობა არ მიმიღია საბრძოლო მოქმედებებში. ხოლო ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ქრისტიანების დასახმარებლად ვარ ნამყოფი“, - აღნიშნა გავრილოვმა.

მისი თქმით, არც ერთმა ქართულმა არხმა არ უარყო მის წინააღმდეგ მცდარი ბრალდება, პირიქით, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსები ოკუპანტები არიან.

რუსი დეპუტატის თქმით, ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია მისმა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ, თუმცა ეს პროტოკოლს შეესაბამებოდა და ასე ხდება ყველა ქვეყანაში.

„ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა“,- განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

მანამდე გავრილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი მუშაობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესაბაზე, მაგრამ ქვეყანაში რადიკალებისა და ექსტრემისტების გავლენა ძალიან ძლიერია და ვიდრე ხელისუფლება წესრიგს არ დაამყარებს და ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს და სხვა ქვეყნებს მომხდარისთვის, რუსებისთვის საქართველში მოგზაურობა არ ღირს.

წყარო: ინტერპრესნიუსი 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345