"უპრეცენდენტო მოვლენა" - კალაძე დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს
2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახი კალაძე უპრეცენდენტო მოვლენად აფასებს.

კახი კალაძე დარწმუნებულია, რომ ახალი რეფორმის პირობებშიც კი, როდესაც პროპორციული წესით ჩატარდება არჩევნები და ნულოვანი ბარიერი იქნება, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდ მხარდაჭერას მიიღებს.

„ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხებზე. მგონია, რომ ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. მე მგონია მაინც, რომ პარტია ქართულ ოცნებას, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა,“ - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, გადადგება თუ არა შს მინისტრი, ამაზე კალაძე ამბობს, რომ მის გადადგომაზე დღეს არ უმსჯელიათ. გიორგი გახარია ასევე არ ესწრებოდა არც პოლიტსაბჭოს და არც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, რაზეც კალაძემ თქვა, რომ შს მინისტრს დასწრების ვალდებულება არ ჰქონდა. 

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და განვითარებას, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და სასესიო კვირის ბოლოს დაიწყება უკვე განხილვები ამ რეფორმასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კალაძემ. 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345