"ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ნაყიდი"
„ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, პასუხი უნდა იყოს აქციების მთელ საქართველოში გაგრძელება.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის.

„ბავშვებს დასთხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს და ყველას დაიჭერს, დახურავს „რუსთავი 2“-ს და ყველასთან „გააიასნებს“ სიტუაციას. 2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას და ამით საბოლოოდ ჩაიდებს ჯიბეში საქართველოს. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი და ამისთვის არის მსოფლიოში ამხელა მოძრაობა? ეს კაცი მართლა აბსოლუტურ იდიოტებად გთვლით?

ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გამოცვალოს ნაყიდი თამარ ჟვანია, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის საქართველოს დაუძნებელი მტრის, ივანიშვილის აფერისტული სქემის განხორციელების მცდელობა.

ჩემი აზრით, ამაზე პასუხი უნდა იყოს ის, რომ აქციები გაგრძელდეს მთელ საქართველოში და ივანიშვილი, ეს გველეშაპი, ეს დამაქცევარი უნდა მოშორდეს ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში. 
"გიორგი ხოჯევანიშვილი უკონკურენტოა და ის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს“ - გორის მერი 24.07.2020
როგორ აპირებს ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიორგი ხოჯევანიშვილი "დია“-ს კითხვებს უპასუხებს 23.07.2020
გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა 21.07.2020
აგვისტო 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456