"სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის შვიდწლიანი გამძლეობისთვის"
"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დავით სერგეენკოს მინისტრისპოსტიდან წასვლის შესახებ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილ მინისტრს ჯილდო ეკუთვნის შვიდწლიანი გამძლეობისთის. „დავით სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის შვიდწლიანი გამძლეობისთვის. არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა, როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა კონიუქტურამ იჩინა თავი. თუ სურთ, რომ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ და გაარიდონ სახათაბალო საქმეებს სამინისტროდან, რომ მერე შემობრუნდეს, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. „ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო, შესაძლოა, ახლაც იფიქრეს და მოიფიქრეს, ყველაზე თვითდამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ყველაზე საამაყოდ ჰქონდათ. ეს არის „ოცნებისა“ და მათი ლიდერის გენეტიკური კოდი, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123