"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიდად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" რომელიც შერიგებასა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. "ჩვენი ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს ისეთ სამშვიდობო ინიციატივებს, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შერიგებას და ჩართულობას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საქართველომ ცალმხრივად დაადასტურა თავისი ერთგულება ძალის არგამოყენებისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები”, – განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031