ნიკა გვარამია გიორგი გახარიას ემუქრება

რუსთავი 2ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის საშუალებით პირად გვერდზე ე.წ. "პოსტს" აქვენებს სადაც გიორგი გახარიას ხორავას ქუჩის საქმის ფაბრიკაციისთვის ადანაშაულებს. 

"ამ ეთერის მერე, აღარც სათქმელი დამრჩა რაიმე, არც საკითხავი. ორი რამე დავადგინე ზუსტად და დავწერ:

1. ზაზა სარალიძემ გაიარა სამოქალაქო გმირობის გზა და ჭირდება და იმსახურებს იმას, რომ შევეშვათ და დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან და ოჯახთან.

2. აბსოლუტურად ზუსტად, გახარიაზე ბინძური და მდაბიო, ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში მე არ მახსოვს. ტიპიური, გულისამრევი, თან “მელკი” ГРУ-შნიკი. მძულს მთელი არსებით ისიც და მისი პატრონი ივანიშვილიც.

ps გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის, როგორც საქმის შეკერვის მთავარი ფიგურანტი. აი, განსაკუთრებით, დღეის მერე, ფიცს ვდებ, რომ აუცილებლად (თუ მანამდე რუსეთში არ გაიქცა)."

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში აღელდა, როდესაც საუბრის თემა მიხეილ კალანდიას შეეხო. სარალიძემ ემოციები ვერ მოთოკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვინც მისი თქმით მას „მოღალატეს“ ეძახის.

„ვიყო ლაჩარი, მაგრამ ჩემი შვილის მკვლელებს ყველას დედას ვუტირებ. რაც რუსთავი 2-მა დაიწყო ჩემი მხარდაჭერა, მას შემდეგ დაიწყეს დედის ****. თქვენი დედა **** ვინც მოღალატეს მეძახის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123