გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი პირველი მოადგილის თანამდებობიდან გიორგი წვერავა გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია „დია“-ს დავად ონიაშვილმა თავად დაუდასტურა. „დია“-ს ახალი ამბების რეპორტიორი გიორგი
წვერავასაც დაუკავშირდა, წვერავა მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ
ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს. „კომენტარს ვერ გავაკეთებ ჯერჯერობით, სიცხე
მაქვს და სახლში ვწევარ. არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას იმიტომ, რომ
ბრძანება ჯერ არ ჩამბარებია“-აცხადებს წვერავა.