გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამდებობა დატოვა 1.12.2016

 გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ დღეს მოგვაწოდა. ჯერჯერობით გაურკვეველია რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება. ამ ინფორმაციას  არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები. ამ თემაზე განცხადება, შესაძლოა, ხვალ გაკეთდეს. ჩვენი ინფორმაციით, დავით ონიაშვილი დღეს  სამსახურშიც არ გამოცხადებულა.

იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის გადადგომა ოფიციალურად დადასტურდა, თანამდებობები, შესაძლოა, მისმა მოადგილეებმაც დატოვონ.  „დიასთან“ საუბრის დროს, ალექსი ვეშაპური ამბობს, რომ მას ონიაშვილთან დღის განმავლობაში არ უსაუბრია. რაც შეეხება მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას, ამაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

დავით ონიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე 2014 წლიდან ამ დრომდე იმყოფებოდა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
სექტემბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272