7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი იქნება რიგით მეოთხე, რაც წარმოადგენს საქართველოსადმი ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალ ინტერესს.
|