კვირიკაშვილი თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს შეხვდა 18.08.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს, ფარუკ ჩელიკს შეხვედა.
თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც მხარეების შეფასებით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. გამოითქვა იმედი, რომ თბილისში მიმდინარე საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
სექტემბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272