ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების პირადად გაცნობის მიზნით აჭარაში ჩავიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიამ პირად შემადგენლობასთან ოპერატიული თათბირი გამართა. მან სამუშაოების მიმდინარეობისა და გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაცია მიიღო და ახალი მითითებებიც გასცა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და დახმარება აღუთქვა. მინისტრის განცხადებით, საქმე მას პირად კონტროლზე ყავს აყვანილი და ოჯახის წევრები მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული.
|